შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ქმნის ახალ ონლაინ პორტალს, რომელიც ევროპაში მცხოვრებ მომხმარებლებს ადგილობრივი მთავრობების მიერ აკრძალულ კონტენტზე წვდომის შესაძლებლობას მისცეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვაშინგტონი ამ ნაბიჯს ცენზურასთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებად განიხილავს. სააგენტო ასევე წერს, რომ პროექტმა, შესაძლოა, უფრო დაძაბოს ტრამპის ადმინისტრაციასა და ევროპაში ამერიკის მოკავშირეებს შორის ურთიერთობები.