ბოლო 24 საათის განმავლობაში, აშშ-ის ძალები თურქმენეთ-ირანის საზღვარზე და ასევე სომხეთში გადაიყვანეს. როგორც ისრაელის მედია წერს, მოქმედებები ირანის წინააღმდეგ მობილიზაციის ფარგლებში ხორციელდება.
ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 20 ამერიკული ბაზის დასაცავად ებრაული THAAD-ისა და ამერიკული Patriot-ის სისტემები განლაგდა.
"ისრაელის შეფასება სიტუაციის შესახებ ასეთია: ირანელები ცდილობენ დროის მოგებას იმ იმედით, რომ აშშ-სა და ისრაელის მხრიდან სამხედრო მოქმედებები არ დაიწყება. აშშ-ის სამხედრო ძალები ახლო აღმოსავლეთში ჯარების განლაგებას მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში დაასრულებენ", - იუწყება ისრაელის მედია. მათივე ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა რეგიონში ექვსი "სტელსის" ტიპის თვითმფრინავი გაგზავნა.