19 ივნისი 2026,   05:04
ვრცლად
ვინ გაისვრის პირველი - ფოლადის მარწუხები და ნერვების ომი ახლო აღმოსავლეთში

სპარსეთის ყურეში, როდესაც მზე ჰორიზონტზე ჩადის, წყლის ზედაპირზე არა მხოლოდ ბუნებრივი სილუეტი, არამედ ათასობით ტონა ფოლადის ანარეკლიც ჩნდება. ეს ამერიკული "არმადაა" - ძალა, რომელიც 2026 წლის პირველ ნახევარში იმდენად მასშტაბური გახდა, რომ სამხედრო ანალიტოკესები მას უკვე არა "სტრატეგიული შეკავების მექანიზმს", არამედ "სტრატეგიულ ასფიქსიას" უწოდებენ.

Open photo

Open photo

 

I.  ავიამზიდების ჩრდილი ჰორმუზის თავზე

მსოფლიო ეკონომიკის ვიწრო, საძილე არტერია - ჰორმუზის სრუტე, დღეს იმ საგამოფენო სივრცეს ჰგავს, სადაც ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიებია განლაგებული. ამ დარბაზში, ყველა მზერა - USS Abraham Lincol-ისკენაა მიმართული. მართალია, ლინკოლნის ბორტიდან აფრენილი F-35C გამანადგურებლების ხმა, თეირანამდე ჯერ არ აღწევს, თუმცა, მათი არსებობა ირანის ცაზე იმ უხილავ კედელს ქმნის, რომლის გამოც დაძაბულობა ჰაერში პიკს აღწევს.

ნამდვილი სიახლე იქ, სადაც შეიძლება ადამიანები უკვე არაფერმა გააკვირვოს - USS Gerald R. Ford-ის რეგიონში გამოჩენაა. შიშის მანქანა, რომელიც ასი ათას ტონა იწონის, ელექტრომაგნიტური კატაპულტებითა და უახლესი სარაკეტო სისტემებით არის აღჭურვილი. როდესაც ორი ასეთი გიგანტი ერთდროულად პატრულირებს ირანის სანაპიროებთან, ეს აღარ არის მორიგი წვრთნა - ეს არის მკაფიო გზავნილი: ნებისმიერი მცდელობა, ირანმა ნავთობის ტრანსპორტირება შეაფერხოს, მისთვის ფატალური აღმოჩნდება.

Open photo

II. ბაზების "ბეჭედი"

თუ რუკას დავხედავთ, ირანი ამერიკის დროშებით შემოსაზღვრულ კუნძულს ჰგავს. ეს არის 360-გრადუსიანი ალყა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შენდებოდა, მაგრამ 2026 წელს აღმავლობის მწვერვალს მიაღწია, კერძოდ ვითარება დღეს ასეთია:

  1. დასავლეთიდან: ერაყსა და სირიაში არსებული ფორპოსტები, რომლებიც აკონტროლებენ თეირანის "სახმელეთო ხიდს" ხმელთაშუა ზღვამდე.
  2. სამხრეთიდან: ყატარის ალ-უდეიდის ბაზა - პენტაგონის მთავარი საჰაერო ჰაბი, სადაც B-52 Stratofortress ბომბდამშენები მუდმივ მზადყოფნაშია.
  3. აღმოსავლეთიდან: ავღანეთის საზღვართან არსებული სათვალთვალო წერტილები და პაკისტანთან კოორდინირებული საჰაერო დერეფნები.

ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური ბარიერი. ეს არის ელექტრონული ბადეც. ამერიკული Global Hawk-ის დრონები 20 კილომეტრის სიმაღლიდან ხედავენ ყველაფერს: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ყოველ გადაადგილებას, ყოველ რაკეტას, რომელიც ანგარიდან გამოდის.

Open photo

 

III. ომი "ჩრდილში" და ეკონომიკური ალყა

პენტაგონში აცნობიერებენ, რომ ირანთან ღია ომი შესაძლოა "დაუსრულებელ კონფლიქტად" იქცეს. ამიტომ, ვაშინგტონმა სტრატეგია შეცვალა: ნაცვლად პირდაპირი დარტყმისა, ხდება თეირანის რესურსების გამოფიტვა.

ამერიკული ხომალდები არა მხოლოდ იარაღს, არამედ "ეკონომიკურ სანქციებსაც" იცავენ. ისინი აკონტროლებენ ნავთობის ტანკერების მოძრაობას, რაც ირანს აიძულებს, შავ ბაზარზე ეძებოს გზები, ეს კი ქვეყნის ბიუჯეტს მილიარდებს აკარგვინებს. ნიშანდობლივია ისიც, რომ შტატებისთვის ირანის შიგნით ინფლაცია და სოციალური უკმაყოფილება ისეთივე ძლიერი იარაღია, როგორც "ტომაჰავკის" რაკეტები.

 Open photo

IV. "წითელი ხაზების" დასასრული

"ჩვენ აღარ გვაინტერესებს თეირანის დაპირებები. ჩვენ გვაინტერესებს მათი შესაძლებლობების ნულამდე დაყვანა", - ამბობენ თეთრ სახლში მაღალჩინოსანები.

2026 წლის თებერვალი გარდამტეხი მომენტია. ირანის ბირთვული პროგრამა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც აშშ აიძულა, რეგიონში გადაესროლა დამატებითი F-15E Strike Eagle ესკადრილიები. ეს თვითმფრინავები სპეციალიზებული და ორიენტირებულია მიწისქვეშა ბუნკერების განადგურებაზე.

 

 Open photo

V. ციფრების ომი: რეგიონის მილიტარიზაციის ანატომია

თუკი 2020-იანების დასაწყისში ვაშინგტონი "აზიისკენ მობრუნებაზე" (Pivot to Asia) საუბრობდა, 2026 წლის კრიზისმა პენტაგონი აიძულა, ახლო აღმოსავლეთი კვლავ პლანეტის ყველაზე მილიტარიზებულ ზონად ექცია.

ამერიკული "დარტყმითი მუშტი"

დღეის მდგომარეობით, ირანის ირგვლივ კონცენტრირებულია ძალა, რომელიც მრავალი ქვეყნის მთლიან შეიარაღებულ ძალებს აღემატება:

  • საზღვაო კომპონენტი: რეგიონში იმყოფება ორი ავიამზიდი ჯგუფი (CSG). თითოეული მათგანი მოიცავს მინიმუმ ერთ კრეისერს და 3-4 გამანადგურებელს. ჯამში, ეს არის 200-ზე მეტი "ტომაჰავკის" ტიპის რაკეტა, რომელიც მზადაა ირანის ნებისმიერ წერტილის დაარტყას.
  • მეხუთე თაობის დომინაცია: არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და იორდანიაში განლაგებული F-35 Lightning II-ების რაოდენობამ 48-ს მიაღწია. მათი მთავარი უპირატესობა ირანული S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის "უხილავობაა".
  • ბუნკერების გამანადგურებლები: ყატარში დისლოცირებული B-2 Spirit სტელს-ბომბდამშენები აღჭურვილია GBU-57 (Massive Ordnance Penetrator) ბომბებით. ეს არის ერთადერთი იარაღი, რომელსაც ფორდოსა და ნატანზის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტების განადგურება შეუძლია.

ირანის "ასიმეტრიული" პასუხი

თეირანი აცნობიერებს, რომ ღია საჰაერო ან საზღვაო ბრძოლაში შანსი არ აქვს, ამიტომ, მისი სტრატეგია "ათასი ჭრილობის" ტაქტიკას ეყრდნობა:

  1. სარაკეტო წვიმა: ირანს გააჩნია ახლო აღმოსავლეთში უდიდესი ბალისტიკური რაკეტების არსენალი (მაგალითად, Khorramshahr და Sejjil). მათი გათვლაა აშშ-ის ბაზებზე მასირებული დარტყმა, რათა გადატვირთონ "პატრიოტისა" და THAAD-ის თავდაცვის სისტემები.
  2. "მეზღვაური თვითმკვლელები": IRGC-ის ფლოტი შედგება ასობით სწრაფი, მცირე ზომის კატარღისგან, რომლებიც აღჭურვილია რაკეტებით. მათი მიზანია ამერიკული გიგანტური ხომალდების ე.წ. გუნდური თავდასხმით დაზიანება.
  3. პროქსი-ქსელი: "ჰეზბოლა" ლიბანში, "ჰუსიტები" იემენში და შიიტური დაჯგუფებები ერაყში. თეირანისთვის ეს "ცოცხალი ფარია", რომელსაც შეუძლია კონფლიქტის გეოგრაფია ისრაელიდან წითელ ზღვამდე გაშალოს.

  Open photo

VI. ტექნოლოგიური ალყა: კიბერ-ფრონტი

ალყა მხოლოდ ფიზიკური არ არის. 2026 წლის თებერვალში, თეირანში ინტერნეტ-კავშირი და სამთავრობო ქსელები პერიოდულად ფერხდება. ექსპერტები ამას შეერთებული შტატების კიბერ-სარდლობის (USCYBERCOM) მუშაობას უკავშირებენ. მიზანი ნათელია: ირანის სარაკეტო მართვის სისტემის პარალიზება, მანამ,  სანამ პირველი გასროლა არ მოხდება.

ვინ გაისვრის პირველი?

ახლო აღმოსავლეთი ახლა ჰგავს უზარმაზარ დენთის საწყობს, სადაც ამერიკამ უკვე დაანთო ცეცხლი, თუმცა  ჯერ ეს დენთი ირანიდან მაინც შორსაა. ფაქტია, ისლამური რესპუნლიკა ალყაშია - პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით. მთავარი კითხვა, რომელიც ვაშინგტონისა და თეირანის კორიდორებში ისმის, არის არა "მოხდება თუ არა შეტაკება?", არამედ "როდის?".  მით უმეტეს, როცა ირანის ირგვლივ შეკრული ფოლადის რგოლი სულ უფრო ვიწროვდება და თეირანს მანევრისთვის ადგილი თითქმის აღარ რჩება.

დღის ამბები