19 ივნისი 2026,   05:57
ვრცლად
აღმოსავლეთ წყნარ ოკეანესა და კარიბის ზღვაში ნარკოტიკების გადამზიდ სამ გემზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ს სამხედრო ძალების ინფორმაციით, აღმოსავლეთ წყნარ ოკეანესა და კარიბის ზღვაში ნარკოტიკების გადამზიდ სამ გემზე განხორციელებულ რამდენიმე თავდასხმას, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სამხედრო ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაციის დროს არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.

აშშ-ის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ აშშ ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

ტრამპის ადმინისტრაციამ, სექტემბრიდან კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ გემებზე 40-ზე მეტი თავდასხმა განახორციელა.

დღის ამბები