ჟენევაში, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არაპირდაპირი ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. ინფორმაციას al jazeera ავრცელებს.
ორივე დელეგაციამ, დაახლოებით ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ჟენევაში ომანის საკონსულო დატოვა.
მედიის ცნობით, მხარეებმა შუამავლების მეშვეობით, ბირთვული საკითხების შესახებ პოზიციები გაცვალეს, რომელშიც ბირთვული, იურიდიული და ეკონომიკური სფეროების ექსპერტები მონაწილეობდნენ.
მოლაპარაკებების ეს რაუნდი, რომელიც ჟენევის დროით დაახლოებით 10:00 საათზე დაიწყო, ძირითადად მოლაპარაკებების ტექნიკურ ასპექტებზე იყო ორიენტირებული.
ირანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, ხოლო აშშ-ის დელეგაციას - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
ორივე დელეგაციამ, ომანის საკონსულოში, ცალკე შეხვედრები გამართა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრ ბადრ ალ-ბუსაიდისთან, სანამ მედიატორების მეშვეობით საკუთარ პოზიციებს გაცვლიდნენ.