ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას.
"უკრაინა სწრაფად უნდა მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას. სულ ეს არის, რასაც გეუბნებით. ჩვენ ისეთ პოზიციაში ვართ, რომ გვინდა, ისინი მოვიდნენ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.