19 ივნისი 2026,   03:31
ვრცლად
პოლონეთი მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს

პოლონეთის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს. ვარშავაში განმარტავენ, რომ რუსეთში დიპლომატური პერსონალის შემცირების გამო თანამოქალაქეებისთვის შესაძლოა საკონსულო მომსახურება შეიზღუდოს.

საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში, სამინისტრო რუსეთში მყოფ პოლონეთის მოქალაქეებს ასევე ურჩევს, "დატოვონ რუსეთის ტერიტორია ხელმისაწვდომი საშუალებებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირადი, ოჯახური ან პროფესიული გარემოებები ქვეყანაში დარჩენას მოითხოვს".

ოფიციალური ვარშავას განცხადებაში წერია, რომ რუსეთში პოლონეთის მოქალაქეებისთვის საკონსულო დახმარების გაწევის შესაძლებლობები სულ უფრო შეზღუდული ხდება, რაც რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთანაა დაკავშირებული, რომლის მიხედვით დაიხურა პოლონეთის გენერალური საკონსულოები სანქტ-პეტერბურგსა და კალინინგრადში.

დღის ამბები