04 აგვისტო 2026,   08:19
ვრცლად
ინფრასტრუქტურის მინისტრი მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დეტალებს დღეს შიდა ქართლში ეცნობა

ინფრასტრუქტურის მინისტრი მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დეტალებს დღეს შიდა ქართლში ეცნობა. რევაზ სოხაძე სოფელ მეჯვრისხევში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მსგავსი ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იგეგმება გორში, ხაშურში, ზესტაფონსა და ხარაგაულშიც.

მინისტრმა ასევე მოინახულა გორში 650 მოსწავლეზე გათვლილი მე-11 საჯარო სკოლის მშენებლობა და ათას მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირების სამუშაოები. ხოლო სოფლებში ტირძნისსა და შინდისში საბავშვო ბაღების მშენებლობის სამუშაოები.

დღის ამბები