ამერიკის სამხედრო ძალები კარიბის ზღვაში ნარკოტრაფიკში ჩართულ გემს თავს დაესხნენ.
ოპერაციის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოფიციალური უწყება ავრცელებს. ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ნარკოტრეფიკინგის შეზღუდვას ისახავს მიზნად.
ბოლო მონაცემებით, მსგავს ნავებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 124 ადამიანია დაღუპული.