19 ივნისი 2026,   02:47
ვრცლად
კოლუმბიაში ბოდიბილდინგის ჩემპიონი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

კოლუმბიის ქალაქ ბოგოტაში, ბოდიბილდინგის ჩემპიონი, ხუან სებასტიან ანზოლა კვინტერო ვარჯიშის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

მედია წერს, რომ სპორტსმენი ვარჯიშის დროს დაეცა. მას 25 წუთის განმავლობაში უტარებდნენ გულ-ფილტვის რეანიმაციას, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"სამწუხაროდ, მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა“, - განაცხადეს სპორტდარბაზში.

კვინტერომ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „სებასი“ და „ხუანსე“, ბოდიბილდინგსა და კლასიკურ ბოდიბილდინგში მრავალი ჯილდო მოიპოვა.

დღის ამბები