რუსთავის მერიის ინიციატივა სპორტსმენების წახალისებისთვის - მიღებულია გადაწყვეტილება უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე რუსთაველი ფრენბურთელებისთვის ხელფასის დანიშვნის შესახებ. სიახლე სპორტსმენებს, რუსთავის მერმა პირადად გააცნო და მიმდინარე კალენდარულ მატჩებში წარმატებები უსურვა.
ამ დროისთვის, ქალაქის მერიის სტიპენდიით 115 წარმატებული სპორტსმენი და 40 მწვრთნელი სარგებლობს.