19 ივნისი 2026,   05:09
ვრცლად
კანადაში, პანსიონატში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის ერთ-ერთ პანსიონატში მომხდარის სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. ტრაგედია ქალაქ ტამბლერ-რიჯში დატრიალდა.

პოლიციის ცნობით, დაშავებულია 27 ადამიანი, აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელმა თავი მოიკლა. სხვა დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება.

კანადის ისტორიაში ეს მეორე ყველაზე ტრაგიკული თავდასხმაა სკოლაზე. მსგავსი შემთხვევა 1989 წელს მონრეალში მოხდა - მაშინ 14 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები