19 ივნისი 2026,   05:05
ვრცლად
"როდესაც მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, ჩვენ ევროპაში რუსეთთან ერთად უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა დაგვჭირდება" - მაკრონის განცხადებით, ევროპელებთან ერთად, პუტინთან დიალოგის "ორგანიზება" სურს

"როდესაც მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, ჩვენ ევროპაში რუსეთთან ერთად უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა დაგვჭირდება" - განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკეთა.

ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ მას, ევროპელებთან ერთად, ვლადიმერ პუტინთან დიალოგის "ორგანიზება" სურს.

"მოგვწონს ეს თუ არა, რუსეთი ხვალაც იქ იქნება, სადაც არის, ის ჩვენს კართანაა", - აღნიშნა მაკრონმა.

ცნობილია, რომ პარიზმა მოსკოვთან დისკუსიის არხები ტექნიკურ დონეზე უკვე აღადგინა.

დღის ამბები