ნიუ-იორკში, უკიდურესად დაბალი ტემპერატურის შედეგად, სულ 18 ადამიანი გარდაიცვალა, განაცხადა ქალაქის მერმა.
BBC-ის ინფორმაციით, იანვრის ბოლოდან ნიუ-იორკში ძლიერი ყინვაა, მათ შორის 13 დღის განმავლობაში ტემპერატურა 0°C ან უფრო დაბალი იყო, რაც ნიუ-იორკში ბოლო 60 წლის განმავლობაში ნულზე დაბალი ტემპერატურის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
“კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ჩვენი ქალაქის ქუჩებში“, - განაცხადა
ზორან მამდანიმ და დასძინა, რომ "ყველა დაკარგული სიცოცხლე ტრაგედიაა და ჩვენ გავაგრძელებთ მათი ოჯახების გახსენებას“.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი, ის საშუალოზე დაბალი რჩება და მამდანიმ მოუწოდა მაცხოვრებლებს, „დარჩნენ უსაფრთხოდ, დარჩნენ სახლში... და განაგრძონ ერთმანეთზე ზრუნვა“.