სომალის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, სამგზავრო თვითმფრინავი, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე ავარიულად დაეშვა.
ავიაკომპანია StarSky-ის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 55 ადამიანი იმყოფებოდა ჯასირას სანაპიროზე, წყალზე დაეშვა.
მედია წერს, რომ თვითმხილველებმა შენიშნეს თვითმფრინავი, რომელიც უჩვეულოდ დაბლა მიფრინავდა, რის შემდეგაც ის წყალში, ნაპირზე დაეშვა.
შემთხვევის ადგილიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ თვითმფრინავს მარჯვენა ფრთა მთლიანად მოძვრა.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟს სიმაღლეზე აწევის მცდელობისას ტექნიკური სირთულეები შეექმნა. ადგილზე მაშველები იმყოფებიან. ეკიპაჟი და ყველა მგზავრი ევაკუირებულია. სპეციალისტებმა ავარიის მიზეზების გამოძიება დაიწყეს.