"მაკდონალდსის" სწრაფი კვების ქსელმა, რომელმაც რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 14 მარტს დატოვა, ქვეყანაში ამავე სახელწოდების სავაჭრო ნიშანი ისევ დაარეგისტრირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"როსპატენტის" დოკუმენტების თანახმად, კომპანიამ განაცხადი 2024 წლის დეკემბერში შეიტანა. "როსპატენტმა" კი, სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია 2026 წელს გადაწყვიტა.