19 ივნისი 2026,   03:52
ვრცლად
ნატო-ს სტრუქტურაში საკადრო გადაადგილებები იწყება, პროცესის ფარგლებში აშშ ორ სტრატეგიულ სამეთაურო პუნქტს ევროპელებს გადააბარებს - ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს

ნატო-ს სტრუქტურაში საკადრო გადაადგილებები იწყება, პროცესის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატები ორ სტრატეგიულ სამეთაურო პუნქტს ევროპელებს გადააბარებს - ინფორმაციას "როიტერი" წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ იტალიასა და ინგლისში მდებარე მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების სარდლობას, რომლებსაც აქამდე ამერიკელი ადმირალები მართავდნენ, ამიერიდან ევროპელები ჩაუდგებიან სათავეში.

ალიანსის ოფიციალური პირების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ევროპელი მოკავშირეების სამხედრო როლის გაზრდასა და საერთო თავდაცვის სტრუქტურაში პასუხისმგებლობების უფრო სამართლიან გადანაწილებას ემსახურება.

დღის ამბები