ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ერევანში სომხეთის ხელისუფლებასთან ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას.
გარიგება საშუალებას აძლევს ამერიკულ კომპანიებს სომხეთში ატომური ენერგიის ტექნოლოგიების, ენერგეტიკული კომპონენტების და მომსახურების ექსპორტი განახორციელონ. გარდა ამისა შტატების კომპანიებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ჩანაცვლების კონკურსში.
ჯეი დი ვენსის განცხადებით, სომხეთი შტატებისგან ცხრა მილიარდი დოლარის ინვესტიციებს მიიღებს, რაც "ბლუმბერგის" ინფორმაციით, ქვეყანას საშუალებას მისცემს, უარი თქვას რუსულ ენერგორესურსებზე.