საქართველოს პროკურატურამ, ლანჩხუთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 თებერვალს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულს, სანადირო თოფიდან გასროლით, ჭრილობა მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულის სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.