იაპონიაში ახალი პარლამენტი აირჩიეს. ამომავალი მზის ქვეყანაში გამართულ არჩევნებში, პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის კოალიციამ დამაჯერებელი გამარჯვება და მანდატების ორი მესამედის მოპოვება შეძლო.
ცნობილია, რომ პრემიერის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია გადასახედების შემცირებას და თავდაცვის გაძლიერებას აპირებს. ეს უკანასკნელი კი ჩინეთის შეშფოთებას იწვევს. პეკინი ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრს იაპონიის მილიტარისტული წარსულის აღდგენის მცდელობაში ადანაშაულებს.