დასახელდა პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული - ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მემარცხენე-ცენტრისტი სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ანტონიო ხოსე სეგურომ, ხმების დაახლოებით 67% მოიპოვა და ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი ანდრე ვენტურა დაამარცხა, თუმცა კენჭისყრის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში ვენტურას მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც დასავლური მედია პორტუგალიასა და ევროპაში ულტრამემარჯვენე ძალების მზარდ გავლენაზე მიუთითებს.
სეგურო კონსერვატორ პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუზას შეცვლის. პორტუგალიაში პრეზიდენტის თანამდებობა, ძირითადად, სიმბოლური ხასიათისაა, თუმცა მას რამდენიმე მნიშვნელოვანი უფლებამოსილებაც აქვს.