19 ივნისი 2026,   03:42
ვრცლად
უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული - ოკუპანტებმა ქალაქებისა და დასახლებების მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვეს

უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ოკუპანტებმა ქვეყნის ქალაქებისა და დასახლებებს მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვეს.

ოდესაში უპილოტო საფრენი აპარატების აფეთქების შედეგად დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არის მსხვერპლი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

რთული ვითარებაა კრამატორსკში. ქალაქს რუსეთის ძალებმა ორი ავიაბომბი ესროლეს. დარტყმების შედეგად 7 კორპუსია დაზიანებული. მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაცია. თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები.

დარტყმების ფონზე ქვეყანაში კვლავ მწვავე ენერგოკრიზისია. რუსეთის თავდასხმის კიდევ ერთი სამიზნე ენერგოობიექტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურაა. ყინვის პირობებში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეფერხებულია უკრაინის რამდენიმე რეგიონში.

ამავე დროს რუსეთის პირველი დიპლომატი აცხადებს, რომ თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, ის არა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, არამედ სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს. სერგეი ლავროვის მტკიცებით, რუსეთი უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" ატარებს და ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს.

დღის ამბები