19 ივნისი 2026,   03:42
ვრცლად
"უცხოური გავლენა ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებში" - თემაზე მოსმენა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გაიმართება

"უცხოური გავლენა ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებში" - ამ სახელწოდებით მოსმენა გაიმართება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტში.

""ფოქს ნიუსის"" ინფორმაციით, სხდომაზე განიხილავენ ანგარიშს, სადაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მტრული სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში არიან დადანაშაულებული.

"ქსელური დაინფიცირების კვლევითი ინსტიტუტის" (NCRI) მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკური ორგანიზაცია "ამერიკის დემოკრატი სოციალისტები" (DSA) და მასთან დაკავშირებული არასამთავრობოების ქსელი, საპროტესტო მსვლელობებისა და კამპანიების დროს უცხო სახელმწიფოების ნარატივებს და ინტერესებს ატარებს, რითაც ეწინააღმდეგება აშშ-ის საგარეო და შიდა პოლიტიკას", - ციტირებს ანგარიშს "ფოქს ნიუსი".

დღის ამბები