19 ივნისი 2026,   03:48
ვრცლად
დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანს მეგობარს უწოდებს და უნგრეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერას უცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანს მეგობარს უწოდებს და უნგრეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერას უცხადებს.

"უნგრეთის დიდად პატივსაცემი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, ჭეშმარიტად ძლიერი და გავლენიანი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის ნამდვილი გამოცდილება აქვს. ის დაუღალავად იბრძვის თავისი დიადი ქვეყნის და ხალხისთვის. მას ისევე უყვარს მისი ქვეყანა როგორც მე — ამერიკის შეერთებული შტატები.

ვიქტორ ორბანი ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია. მას აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა ასარჩევად — ის არასოდეს დააღალატებს უნგრეთის დიდებულ ხალხს!", - ეს განცხადება დონალდ ტრამპმა "თრუს სოუშალის" ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

დღის ამბები