გერმანიაში საქსონიის პარლამენტის დეპუტატი დააკავეს. ინფორმაცია "ბილდმა" გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ კანონმდებელს პარტიიდან "ალტერნატივა გერმანიისთვის" ბრალად ედება ბელორუსისთვის სანქციების თავის არიდებაში დახმარება.
საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა დორნაუ, დრეზდენში, საქსონიის პარლამენტის შენობაში დააკავეს, მანამდე საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა მას იმუნიტეტი მოუხსნეს. სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, რეიდები ჩატარდა მის ოფისებშიც.