"ევროპული საფრთხე ამერიკაში სიტყვის თავისუფლებისა და ინოვაციისთვის" - ამ სახელწოდებით შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში მოსმენა გაიმართა. განხილვას კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი უძღვებოდა.
სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ ინტერნეტში ცენზურის შესახებ ევროპული კანონები, როგორებიცაა ევროკავშირის ციფრული სერვისების შესახებ კანონი და გაერთიანებული სამეფოს ონლაინ უსაფრთხოების შესახებ კანონი, საფრთხეს უქმნის ამერიკელების უფლებას, თავისუფლად ისაუბრონ ონლაინ რეჟიმში შეერთებულ შტატებში. გარდა ამისა, მოსმენაზე განმარტეს, თუ როგორ ესხმის თავს ევროპული რეგულაციები ამერიკულ კომპანიებს და ზიანს აყენებს ინოვაციებს.
ევროპაში ცენზურის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ტრანსგენდერული პოლიტიკის მიმართ ნეგატიური პოზიციის გამოხატვის გამო დევნის ფაქტებზე ისაუბრეს ირლანდიელმა ადვოკატმა ლორკან პრაისმა, ფინეთის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ფინეთის პარლამენტის წევრმა პაივი რასავენიმ.
"ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის "ციფრული მომსახურების აქტი" მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ცენზურის იმ მასშტაბური ინდუსტრიული კომპლექსის, რომელიც ახლა იქმნება. უდიდესმა ჯარიმებმა, რომელიც ევროკომისიამ კორპორაცია X-ს დააკისრა, ნათლად დაამტკიცა: ევროკავშირი ამერიკულ კომპანიებზე სისტემური თავდასხმის გზით მიზნად ისახავს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას.
ევროკავშირის სტრატეგია მრავალმხრივია: მრავალჯერადი გამოძიებები, ზედმეტი რეგულაციები, დამანგრეველი ფინანსური სანქციები და მცდელობები, რომლებიც იმ პლატფორმების დაშლისკენაა მიმართული, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას უჭერენ მხარს. მიმდინარე კამპანია არ ემსახურება მხოლოდ ევროპაში სიტყვის თავისუფლების განადგურებას, ეს არის მცდელობა, რომ ევროპული კანონმდებლობა გლობალურ სტანდარტად იქცეს", - განაცხადა ირლანდიელი ადვოკატმა, ლორკან პრაისმა.