ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განაცხადებით, ინდოეთი ნავთობს ვენესუელისგან შეისყიდის და არა ირანისგან. ამ თემაზე დონალდ ტრამპი ჟურნალისტებს საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე ესაუბრა.
"ჩვენ უკვე დავდეთ ეს გარიგება, გარიგების კონცეფცია", - აღნიშნა ტრამპმა.
Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ცოტა ხნით ადრე ვაშინგტონმა ინდოეთს შეატყობინა, რომ მას ვენესუელის ნავთობის შესყიდვის განახლება შეუძლია. სააგენტოს მონაცემებით, ეს ინდოეთს რუსული ნავთობის იმპორტის ჩანაცვლებაში უნდა დაეხმაროს.