უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირი ცდილობს უკრაინის ბლოკში გაწევრიანებას 2027 წლისთვის, რათა მას წვდომა ჰქონდეს შვიდწლიან ბიუჯეტზე, რომელიც 2028 წელს ამოქმედდება.
ვიქტორ ორბანის განმარტებით, ევროკავშირის ბოლო სამიტის დროს ლიდერებს გადაეცათ დოკუმენტი, რომელშიც ბრიუსელის გეგმები იყო აღწერილი უკრაინის 2027 წელს მიღების შესახებ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ კიევი არ გააძლიერებს ევროპას, არამედ "ომში ჩაითრევს".