ნიუ-იორკში გაზის გაჟონვის მიზეზით მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 14 პირი.
ცეცხლი 17-სართულიანი შენობის ზედა ორ სართულზე გაჩნდა. შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა ბუნებრივი აირის სისტემაზე მუშაობა დასრულებული და შემოწმებული იყო. ნიუ- იორკში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.