19 ივნისი 2026,   01:13
ვრცლად
"არსებობს ერთადერთი მოთამაშე მსოფლიოში, ვისიც რუსეთს ეშინია და რომელსაც პატივს სცემს - ეს შეერთებული შტატებია" - სტივენ მილერი

პოლიტიკურ საკითხებში თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთს NATO-ის ქვეყნების უმეტესობის არ ეშინია. მისი თქმით, ერთადერთი ძალა, ვისიც რუსეთს ეშინია და ვისაც პატივს სცემს, არის შეერთებული შტატები.

"გგონიათ, რუსეთს NATO-ის ქვეყნების უმეტესობის ან ევროპის უმეტესი ქვეყნების ეშინია? არსებობს ერთადერთი მოთამაშე მსოფლიოში, ვისიც რუსეთს ეშინია და რომელსაც პატივს სცემს, ეს შეერთებული შტატებია. მსოფლიოში არსებობს ერთადერთი ერი, რომლისაც ბნელ ძალებს, მტრებს, ტერორისტებს, თავისუფალი ადამიანის უსაფრთხოების დამრღვევებს ეშინიათ და ეს ამერიკაა ტრამპის ლიდერობით," - აცხადებს სტივენ მილერი.

დღის ამბები