ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავდაცვის ეროვნული სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც რუსეთი მუდმივ, თუმცა კონტროლირებად საფრთხედ არის მოხსენიებული.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს მრავალი დემოგრაფიული და ეკონომიკური სირთულე და ომი უკრაინაში გრძელდება, მას კვლავ აქვს სამხედრო და სამრეწველო სიძლიერის უდიდესი მარაგები", - აღნიშნულია დოკუმენტში.
2026 წლის სტრატეგიაში აგრეთვე ნათქვამია, რომ პენტაგონი უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების ძალების მზადყოფნას რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად.