იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირის დახურულ შეხვედრებზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიციები დაიცვა - წერს გამოცემა POLITICO.
სტატიის თანახმად, ბრიუსელში ხუთშაბათს გამართულ სამიტზე, მელონიმ ევროკავშირის ლიდერებს განუცხადა, რომ ტრამპთან დაპირისპირება ცუდი აზრი იყო, რადგან ამერიკასთან კონფლიქტით ევროპას ყველაფრის დაკარგვა შეუძლია.
დაპირისპირების ნაცვლად, მან ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და ურჩია, ტრამპი ნაჩქარევად არ მიეჩნიათ გიჟად ან არაპროგნოზირებადად, როგორც მას ზოგიერთი ოფიციალური პირი პირად საუბრებში ახასიათებდა.