ვაშინგტონთან გრენლანდიის საკითხზე არსებული დაძაბულობის ფონზე, დანიამ კუნძულზე სამხედროები და არმიის შტაბის უფროსი გაგზავნა. ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სულ გრენლანდიის დასავლეთით მდებარე ქალაქ კანგერ-ლუსუაკის აეროპორტში 58 ჯარისკაცი გადაისროლეს. ისინი კუნძულზე დისლოცირებულ 60-მდე სამხედროს შეუერთდებიან.
გრენლანდიის საკითხზე მორიგი განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც. დონალდ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპამ ყურადღება უკრაინაზე უნდა გაამახვილოს და არა გრენლანდიაზე. ტრამპის განმარტებით, თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, ის ევროპის ქვეყნებს 100%-იან სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს.