ხელისუფლების ცნობით, ახალი ორლეანის ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის ფოიეში სროლის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა და სამი გამვლელი დაიჭრა, ხოლო თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ახალი ორლეანის პოლიციის განცხადებით, სროლა პარასკევს, საღამოს 8 საათის შემდეგ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს და ქუჩაში მისდევდნენ.
სამივე დაჭრილი ტურისტია.