19 ივნისი 2026,   03:44
ვრცლად
გამოძიების ინფორმაციით, ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ლიანდაგების დაზიანება გახდა

გამოძიების ინფორმაციით, ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ლიანდაგების დაზიანება გახდა. მედიის ცნობით, ტექნიკოსებმა ლიანდაგის მონაკვეთებს შორის შეერთებაზე ცვეთა და დაზიანება აღმოაჩინეს, რაც, მათი თქმით, შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა.

ამასთან, მათივე თქმით, დაზიანებული ლიანდაგი მთლიანად გასული წლის მაისში აღადგინეს.

ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

დღის ამბები