19 ივნისი 2026,   03:41
ვრცლად
ირანში, პროტესტს 5 000 ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაცია ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა Reuters-ს ანონიმურობის დაცვის პირობით მიაწოდეს

ირანში ბოლო პერიოდის ანტისამთავრობო პროტესტის დროს მომხდარ შეტაკებებს, საერთო ჯამში, 5 000 ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაცია ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა Reuters-ს ანონიმურობის დაცვის პირობით მიაწოდეს.

ამ მონაცემების მიხედვით, დაღუპულებს შორის 500 ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია. ირანის ხელისუფლება ქვეყანაში მომხდარ არეულობებში "ტერორისტებს და შეიარაღებულ ამბოხებულებს" ადანაშაულებს.

ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებით, ამბოხი ამერიკელებმა დაგეგმეს. აიათოლა ალი ხამენეი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უშუალოდ ჩაერთო პროცესებში და ამბოხებულებს აქეზებდა.

დღის ამბები