პორტუგალია ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 9:00 საათიდან გაიხსნა. დამკვირვებლების ინფორმაციით, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
პორტუგალია ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს, რადგან, ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად, რთული გამოსაცნობია, ვინ დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას მომდევნო 5 წლის ვადით.
პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის. თუ პორტუგალიელი ამომრჩეველი დღეს ვერ აირჩევს პრეზიდენტს, მეორე ტური 8 თებერვალს გაიმართება.
პორტუგალიის ბოლო პრეზიდენტი კონსერვატორი მარსელუ რებელუ დი სოზა იყო, რომელიც თანამდებობას ორი ვადით, 2016 წლიდან იკავებდა.