უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც, მისი განცხადებით, ზელენსკის საუკეთესო მეგობარია გამოსახული - ქრთამის აღების მომენტში.
"ფოტოზე ივან ბაკანოვია - ვოლოდიმირ ზელენსკის საუკეთესო მეგობარი. ზელენსკიმ ის, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უშიშროების სამსახურის უფროსად დანიშნა. ივან ბაკანოვი ბიზნესმენ სერგეი ვაგანიანისგან თავის კაბინეტში ქრთამს იღებს. ვაგანიანმა ფულის გადაცემის ფოტო გადაიღო.
ბაკანოვის საუკეთესო მეგობარი და უშიშროების სამსახურის მოადგილე, ნაუმოვი, რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობდა და ნაწილობრივ ჩააბარა სამხრეთ უკრაინა.
ბაკანოვი, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, კურშაველში (ელიტარული სათხილამურო კურორტი საფრანგეთში) შენიშნეს, ზელენსკის მხარდამჭერი ადამიანები კი ფრონტის ხაზზე ნახეს; ისინი იმ სამხრეთს ათავისუფლებდნენ, რომელსაც ზელენსკის ბავშვობის მეგობარმა უღალატა.
ძალიან სამწუხარო ამბავია", - წერს გონჩარენკო.