19 ივნისი 2026,   07:34
ვრცლად
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით წაყენებული ულტიმატუმის გამო დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით წაყენებული ულტიმატუმის გამო დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავენ. მედიის ცნობით, ელჩები 18 იანვარს რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბებიან, რათა დონალდ ტრამპის მიერ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ სავაჭრო ტარიფების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებაზე იმსჯელონ.

გრენლანდია ამერიკა-ევროპას შორის უთანხმოების საფუძველი კიდევ ერთხელ გახდა. შტატების 47-ე პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ევროპული ქვეყნების ნაწილისთვის ტარიფების დაწესების შესახებ, მიუღებელია თავად ადრესატებისთვის.

ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან NATO-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია, - ამბობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

დღის ამბები