ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან NATO-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
"გრენლანდიაზე ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელია - ის დანიის სამეფოს ნაწილია და მისი მომავალი გრენლადიელებისა და დანიელების საქმეა.
ასევე ნათელი გავხადეთ, რომ არქტიკის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია მთლიანად NATO-თვის და ყველა მოკავშირემ ერთად მეტი უნდა გააკეთოს არქტიკის სხვადასხვა ნაწილში რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე საპასუხოდ.
ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან NATO-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია. რა თქმა უნდა, ამაზე პირდაპირ ვისაუბრებთ აშშ-ის ადმინისტრაციასთან," - განაცხადა სტარმერმა.