უკრაინული დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მომდევნო დღეებში დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ჩეხ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა. ზელენსკიმ დააზუსტა, რომ საჭიროა უსაფრთხოების გარანტიებსა და უკრაინის აღდგენის პაკეტთან დაკავშირებული რიგი საკითხების დახვეწა.
"ამ დღეებში დაგეგმილი იქნება შეერთებულ შტატებში ჩვენი უკრაინელი წარმომადგენლების შეხვედრები. ამ შეხვედრების შემდეგ მეტი სიცხადე იქნება, როგორც იმ დოკუმენტებთან მიმართებით, რომლებიც უკვე ფაქტობრივად მომზადებულია ამერიკულ მხარესთან, ასევე რუსეთის პასუხთან მიმართებით იმ დიპლომატიური სამუშაოსადმი, რომელიც ხდებოდა და ხდება,"- აცხადებს ზელენსკი.