ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, შტატების პრეზიდენტს კუთვნილი ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადასცა. მარია კორინა მაჩადოს თქმით, საჩუქარი ტირანიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში მის ქვეყანასა და ამერიკას შორის "ძმობის ნიშანია".
აღნიშნული ნაბიჯისთვის მაჩადოს მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპმა და თქვა, რომ "ეს ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი ჟესტია".
ცნობისთვის, კარაკასში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, ტრამპმა უარი განაცხადა, მხარი დაეჭირა მაჩადოსთვის - როგორც ვენესუელის ახალი ლიდერისთვის.