19 ივნისი 2026,   01:13
ვრცლად
პარიზის სააპელაციო სასამართლოში პარტია მარინ ლე პენის საქმის განხილვა მიმდინარეობს - სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა ლე პენი 2027 წლის არჩევნებში მონაწილეობას

პარიზის სააპელაციო სასამართლოში პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერის, მარინ ლე პენის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

შეგახსენებთ, გასული წლის მარტში, მას სახელმწიფო თანამდებობის დაკავება 5 წლის ვადით შეეზღუდა.

მეორე ინსტანციაში განხილვა ერთ თვეს გაგრძელდება. სარჩელის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, მარინ ლე პენს დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობა საკასაციო სასამართლოშიც ექნება.

დღის ამბები