ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ სპორტის სასახლე აშენდება, რომელიც 5 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, პროცესში ჩართულები არიან ამერიკელი არქიტექტორებიც. მათთან ერთად დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მშენებლობის ადგილი დაათვალიერა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი მუშაობს ძველი ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაციაზეც.