მინეაპოლისი, პორტლენდი, ნიუ-იორკი, ფილადელფია, ვაშინგტონი - აშშ-ის ქალაქებში დემონსტრაციები არ წყდება.
პროტესტის მიზეზი კვლავ მინეაპოლისში, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტის მიერ 37 წლის ამერიკელი ქალის, რენე ნიკოლ გუდის, მკვლელობაა.
მომიტინგეები ქალაქებიდან საიმიგრაციო სამსახურის ოფიცრების გაყვანას და რეიდების შეწყვეტას ითხოვენ.