გორში საახალწლო წარმოდგენები გრძელდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი პატარებს ანდერსენის უკვდავი ზღაპრის "თოვლის დედოფალი" პრემიერაზე ეპატიჟება.
სპექტაკლი ერისთავის თეატრისა და ახალგაზრდების კოლაბორაციით შეიქმნა. წარმოდგენის რეჟისორი - ნანა ჯავახიშვილი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, როლებს კი, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, თეატრალური ხელოვნების სტუდიის მოსწავლეებიც ასრულებენ.