ახალი წლის შესახვედრად თოდაძეები წელს განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. ოჯახს, რომელიც წლების განმავლობაში ქირით ცხოვრობდა, ახალა უკვე საკუთარი ბინა აქვს.
თეონა თოდაძე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ერთად ცხოვრობს და სახელმწიფოსგან ახალი ბინა 2025 წლის სექტემბერში მიიღო. სახლი თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში ქუთაისში, ნიკეას ქუცაზე მდებარეობს. ჩაბარებისას უკვე გარემონტებული და ტექნიკით აღჭურვილი იყო.
ახალ წელს ახალ ბინაში შეხვდა აფხაზეთიდან დევნილი კიდევ ერთი ოჯახი. მაკა სანიკიძე 4 შვილის დედაა. მრავალშვილიან ოჯახს სახელმწიფომ ახალაშენებულ კორპუსში, სამ ოთახიანი გარემონტებული ბინა გადასცა. მანამდე სანიკიძეები ნათესავთან ცხოვრობდნენ.
დევნილ ოჯახებს, ახალი წელი ახალ ბინებში, მიხეილ სარჯველაძემ და თეა ახვლედიანმა ერთად მიულოცეს. ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, უწყების პრიორიტეტია.
ახალ, 2026 წელს, ახალ ბინაში სულ 1614 ოჯახი შეხვდა. ქვეყნის მასშტაბით მშენებლობა 4 ქალაქში მიმდინარეობს. 2026 წელს, 1600-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინა თბილისში, 800-სს რუსთავში, 150-ს კი ბორჯომში გადაეცემა. 2027 წელს საცხოვრებლით დაკმაყოფილდება კიდევ 1747 ოჯახი.