19 ივნისი 2026,   02:32
ვრცლად
საომარი მოქმედებები უკრაინაში - რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს, რასაც მცირეწლოვანი ემსხვერპლა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს, რასაც მცირეწლოვანი ემსხვერპლა. დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმის სამიზნე მრავალსართულიანი სახლი გახდა. ამავდროულად ცნობილი ხდება, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის 44 დასახლებიდან 3 000 ბავშვისა და მათი მშობლების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გართულებული უსაფრთხოების მდგომარეობის გამო მიიღეს.

მსოფლიო ლიდერების ნაწილი კვლავ უკრაინის დაფინანსებაზე საუბრობს. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა, რომ პრაღა არ არის მზად კიევისთვის კრედიტების გარანტორი გახდეს. მისი თქმით, ჩეხეთი ევროკავშირის ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 2- ნახევარ მილიარდ ევროს რიცხავს. ასე რომ ეს ფული უკვე დახმარებაა. ანდრეი ბაბიში უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ დეკემბერში გამართულ ევროკავშირის სამიტზე მშვიდობაზე თითქმის არ უსაუბრიათ. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ომი მისი მთავრობის პოლიტიკაში ისეთ ადგილს აღარ დაიკავებს, როგორც წინა მთავრობის დროს, რადგან ჩეხეთის პრიორიტეტი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაა.

დღის ამბები