შვეიცარიაში, ერთ-ერთ პრესტიჟულ კურორტზე ახალი წლის ღამის ტრაგედიის დროს, თვითმხილველების თქმით, ცეცხლი შამპანურის ბოთლებზე დამაგრებული სანთლებიდან გაჩნდა.
ამის შესახებ ორმა თვითმხილველმა CNN-ის შვილობილ კომპანია BFMTV-ს განუცხადა.
"მიმტანებს შუშხუნა ნათურებით სავსე შამპანურის ბოთლებს ჭერთან ახლოს მიჰქონდათ, რამაც ცეცხლის გაჩენა გამოიწვია", - თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა. "ერთი მიმტანი მეორე მიმტანის მხარზე იდგა და ბოთლიდან ალი ჭერის სულ რამდენიმე სანტიმეტრის იყო დაშორებული," - დასძინა მეორემ.
"როგორც კი ჭერს ცეცხლი მოედო, დაახლოებით ათ წამში მთელი ღამის კლუბი დაიწვა“, - თქვა პირველმა მოწმემ.
ორივე თვითმხილველმა ფრანგულ ტელეარხს განუცხადა, რომ დაწესებულებაში სულ მცირე 200 ადამიანი იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე ახალი წლის წვეულებაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სავარაუდოდ, ათობით ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 100 დაშავდა.
შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური ადგილი, კრანს-მონტანა, ტრაგედიის ადგილად იქცა. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.