19 ივნისი 2026,   00:27
ვრცლად
NATO-ში ამერიკის ელჩის განცხადებით, ეჭვი ეპარება, რომ უკრაინამ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა განახორციელა

NATO-ში აშშ-ის ელჩის თქმით, ეჭვი ეპარება, რომ უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა განახორციელა.

"გაუგებარია საერთოდ, მოხდა ეს, თუ არა", - განაცხადა მეთიუ უიტაკერმა პუტინის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ კითხვის პასუხად. მისივე თქმით, უადგილოა, როცა მხარეები ასე ახლოს არიან სამშვიდობო შეთანხმებასთან და ერთ-ერთი სახელმწიფო მეორის წინააღმდეგ ასეთ რაღაცას სჩადის.

"ჩვენ ყველა სადაზვერვო მონაცემებს შევისწავლით. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რას იტყვიან შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების სადაზვერვო სამსახურები - იყო ეს თავდასხმა სინამდვილეში, თუ არა", - დასძინა NATO-ში აშშ-ის ელჩმა.

დღის ამბები